01:45 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 08:35:33, 1462 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ადრე აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა აყალბებენ კვლევებს

არჩევნების შემდეგ ორი თვეც არ გასულა და ჩვენ ვხედავთ, რომ კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს 35 %-ით აცდენილია. შესაბამისად,  სერიოზული საუბარი შეუძლებელია ,-  ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საველე სამუშაოებს ატარებს „სიარარსი", რეიტინგში ნაციონალური მოძრაობიხ წარმომადგენლები ლიდერობენ,  ხოლო  თუ  საველე სამუშაოებს ატარებს  „აიპიემი, ე.წ. ევროპული საქართველოს ანუ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები  გაიჭრებიან წინ.

,,ერთადერთი , რაც შეიძლება აღმოვაჩინოთ არის ის, რომ თუ საველე სამუშაოებს ატარებს „სიარარსი", მაშინ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ლიდერობენ, ხოლო  თუ  საველე სამუშაოებს ატარებს  „აიპიემი" და ამ კონკრეტულ  შემთხვევაშიც ასე მოხდა, ე.წ. ევროპული საქართველოს ანუ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები  გაიჭრებიან რეიტინგში  წინ.  ეს არის განსხვავება. ადრე თუ ცდომილება 20-22 % იყო,  ახლა არის 35 %.  ერთადერთი რაც შეიძლევა დამატებით ითქვას არის ის, რომ  ადრე აყალბებენ არჩევნებს, ახლა აყალბებენ  კვლევებს. მე ვერ მოუწოდებ  ასეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას,  სხვას დაუკვეთოს საველე სამუშაო, მაგრამ   ამდენი წლის განმავლობაში, როცა ვხედავთ რომ ხან 20% - ით, ხან 25% - ით, ხან 30% - ით  და ამ შემთხვევავში 35% - ით  სცდება საარჩევნო შედეგებს, ალბათ დაფიქრება ღირს და საზოგადოება თვითონ გააკეთებს დასკვნას",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics