15:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 17:24:01, 1109 ნახვა

რეგიონი
„ლუდი ბათუმურის“ განახლებული საწარმოო ხაზი გაიხსნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ქ. ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმის ლუდსახარშის ახალი საწარმოო ხაზის გახსნას დაესწრო.

„ლუდი ბათუმურის“ განახლებული საწარმოო ხაზი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრშიჩეკმა გახსნეს.

ლუდსახარში „ლუდი ბათუმური“ აწარმოებს ლუდს 1951 წლიდან. ახალი დანადგარები ჩეხი სპეციალისტების მიერაა შემუშავებული, რომელიც ლუდსახარშმა EU4Business-ის საინვესტიციო სესხის დახმარებით შეიძინა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამის „კონსულტაცია მცირე ბიზნესისთვის“ მხარდაჭერით, კომპანიამ დაასრულა თავისი აღჭურვილობის მოდერნიზაცია HACCP და ISO 22000:2005 სერტიფიკაციის გავლით. „ლუდი ბათუმური“ კერძო საწარმოა, რომელსაც ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. ლუდსახარშის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ბათუმის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანა“. მისი მშენებლობა 1949 წელს დაიწყო, ხოლო ლუდის წარმოება – 1951 წლიდან. საწარმო ამარაგებს ლუდითა და ლიმონათით დასავლეთ საქართველოს ბაზარს. თავდაპირველი ქარხანა ჩეხმა სპეციალისტებმა დააპროექტეს და ააშენეს. ქარხანაში დღემდე გამოიყენება იმ დროიდან შემორჩენილი დანადგარები. საბჭოთა პერიოდში ქარხანა სხვადასხვა ბრენდის ლუდს აწარმოებდა ჩეხი სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეცეპტურით. ამჟამად კომპანია არაპასტერიზებული ჩამოსასხმელი ლუდის ერთ ბრენდს აწარმოებს, სავაჭრო სახელწოდებით „ლუდი ბათუმური“.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics