|
2019-07-08 12:17:53, 4651 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკოს არხი გიორგი გაბუნიას მხარდაჭერას, გინების ფლეშმობით გამოუცხადებს
უკრაინული ტელეარხი "პრამოი", რომელიც ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ეკუთვნის, "რუსთავი 2"-ის წამყვან გიორგი გაბუნიას სოლიდარობას უცხადებს. კერძოდ, ტელეარხის თანამშრომლები გაბუნიას მხარდაჭერას გინების ფლეშმობით, 10 ივლისს მოაწყობენ. Strana.ua-ს ინფორმაციით, ფლეშმობის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ გუშინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S-ს წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირდაპირი ეთერის დროს უცენზურო ლექსიკით მიმართა. წამყვანის ამ განცხადების შემდეგ, "რუსთავი 2"-ის შენობასთან მალევე უკმაყოფილე მოსახლეობა შეიკრიბა. მოქალაქეები რამდენიმე საათის განმავლობაში აქციას მართავდნენ. მომიტინგეებს სხვა და სხვა მოტხოვნები ჰქონდათ, კერძოდ, აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი, ითხოვდა, რომ გიორგი გაბუნიას ბოდიში მოეხადა, ნაწილი მის გათავისუფლებას ითხოვდა, იყვნენ მოქალაქეები რომლებიც აცხადებდნენ, რომ წამყვანმა ქვეყანა უნდა დატოვოს. კიდევ რამდენიმე მოქალაქე გაბუანიასთან ერთად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლებასაც ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის შენობასთან, მმართველი გუნდის ღია მხარდამჭერები და აქტივისტები იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ტელეკომპანია რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის ოპერატორმა დატოვა. ამ პროცესების ფონზე, ნიკა გვარამიამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2" გაბუნიას გამოხატვის ფორმას არ იზიარებს. გარდა ამისა, მან აქციის მონაწილეებს ხელისუფლების მიერ წაქეზებული ბანდერლოგები უწოდა. მოგვიანებით, ტელეკომპანიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ "რუსთავი 2"-მა მუშაობა ისევ განაახლა.
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)