|
2019-07-05 16:40:00, 1703 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: ხელისუფლებისა და გავრილოვის გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა
„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ შემუშავებულ დადგენილებას ეხმაურება, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პოლიტიკოსებმა მშვიდობიანი პროტესტი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენეს. ხოშტარიას შეფასებით, მმართველი პარტიის წევრებისა და რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა. „დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტაცია არის უბრალოდ ქვეყნის სირცხვილი, რომელიც ასრულებს ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებებს. აქ კიდევ ერთი რამეა ნიშანდობლივი, ორ კონკრეტულ საკითხში პირდაპირ ემთხვევა „ქართული ოცნების“ დაკვეთა რუსულ თხრობას და რუსულ გზავნილებს. ერთი, ეს არის გავრილოვის გზავნილი 21 ივნისის, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, რომელსაც შეუერთდა დღეს "ქართული ოცნების" პროკურატურა, მეორე, ეს არის ცქიტიშვილის განცხადება, რომელმაც დაიწყო დღეს საუბარი, რომ რუსოფობიური განწყობებისკენ მიჰყავთ პარტიებს ეს აქციები, რაც უბრალოდ მტკნარი ტყუილი და რუსეთის დაკვეთაა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)