16:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 16:11:07, 1296 ნახვა

კომენტარი
კილაძე: ყველა იმ პირმა, ვინც გამოიწვია, რომ გვყავს თვალამოთხრილი ადამიანები, პასუხი უნდა აგოს

„ყველა პირმა ვინც დააშავა და გამოიწვია ის, რომ ჩვენ გვყავს თვალამოთხრილი და სხვაგვარად დაშავებული ადამიანები, უნდა აგოს პასუხი“, - ამის შესახებ  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განაცხადა.

კილაძე აღნიშნავს, რომ შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობას თავს ვერც მაღალი თანამდებობის პირები აარიდებენ.

„ყველა პირმა ვინც დააშავა და გამოიწვია ის, რომ ჩვენ გვყავს თვალამოთხრილი და სხვაგვარად დაშავებული ადამიანები, უნდა აგოს პასუხი. თქვენ თუ გაქვთ მტკიცებულება იმისა, რომ ბატონმა გახარიამ გასცა უკანონო ბრძანება, კი ბატონო [მანაც უნდა აგოს პასუხი], მაგრამ არც თქვენ, არც ოპოზიციას ასეთი მტკიცებულება არ გაქვთ. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ამ საკითხით სპეკულირებს. არ აქვს მნიშვნელობა, ის მინისტრი იქნება, ჩვეულებრივი პოლიციელი, პარლამენტის წევრი თუ მთავრობის სხვა წევრი -  ვინც დააშავა, პასუხი უნდა აგოს. უბრალოდ, ამ დანაშაულსაც თავისი მტკიცებულებები სჭირდება“, - განაცხადა სოფიო კილაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics