16:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 16:23:04, 1400 ნახვა

კომენტარი
კალაძე აქციის დაშლაზე: პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთო? ასე არ ხდება

„ეს იყო თავდასხმა პირდაპირ და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთო? ასე არ ხდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 20-21 ივნისს, აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც  მოქალაქეებს პარლამენტზე შტურმისკენ მოუწოდებდნენ და პოლიციელები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, უნდა დაისაჯონ.

„იკვეთება დანაშაულები და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში. იყო გადაცდომები, რა თქმა უნდა, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიციელს, ვინც მონაწილეობდა გადაცდომაში, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც მოუწოდებდა შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ. ის ქმედებები, ის განცხადებები, ის მოწოდებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ 20-ში საღამოს, ეს იყო ძალიან მძიმე, რასაც რა შედეგი მოჰყვა, ყველამ კარგად დავინახეთ. ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს იყო თავდასხმა პირდაპირ და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთო? ასე არ ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics