19:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 19:12:25, 1968 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე: არ მგონია სწორი იყოს ნიკა მელია ჩინჩალაძე-მურუსიძეს სასამართლოს გადავცე

„მე არა მაქვს მორალური უფლება ნიკა მელიას იმუნიტეტი შევუჩერო და ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს გადავცე. არ არის ეს სწორი და ჩემს სინდისთან მართალი არ ვიქნები“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ფოფხაძის აზრით, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილებებში მაღალი სტანდარტი უნდა შეინარჩუნოს და მელიასთვის მანდატის შეჩერებაზე უარი თქვას.

„მე არ მივცემ ხმას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას, მაგრამ თუ იქნება ინიციატივა, რომელიც მეც ჩამომართმევს იმუნიტეტს და ნებისმიერ თქვეთაგანს, მაშინ მე თანახმა ვარ ასეთ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირო. გადაწყვეტილება, რომ შეეზღუდოს ნიკა მელიას იმუნიტეტი და ჩვენ დაგვრჩეს, მე მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაშიც დისკრიმინაციულია. არავის არ გვინდა, რომ სახელმწიფო დანაშაულში ეჭვმიტანილმა ადამიანმა პასუხი არ აგოს, არც ერთი ჩვენგანი კანონზე მაღლა არ უნდა იდგეს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე არა მაქვს მორალური უფლება ნიკა მელიას იმუნიტეტი შევუჩერო და ჩინჩალაძე მურუსიძის სასამართლოს გადავცე. არ არის ეს სწორი და ჩემს სინდისთან მართალი არ ვიქნები. მინდა გაგახსენოთ, რომ პრემიერმა მართლა თქვა 15 წუთით ადრე, რომ არ იყო ეს „ქართული ოცნების“ სტანდარტი - ტყვიები და გაზი. მოდით, ჩვენც გავემიჯნოთ ამ სტანდარტს, ჩვენც უნდა მივიღოთ მაღალი სტანდარტი გადაწყვეტილებების მიღების დროს. თუ გადაწყვეტილება ამ დადგენილების თაობაზე იქნება მიღებული, ჩემი აზრით, ეს არ იქნება ის სტანდარტი, რაც უნდა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“. მე აღარ ვარ თქვენს რიგებში, მაგრამ მყავს ძალიან ბევრი მეგობარი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics