20:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-24 12:50:06, 1233 ნახვა

კომენტარი
კალაძე - ბარიერის გაუქმებით პარტიებს ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ მხარდაჭერა ექნებათ, პარლამენტში მოხვდნენ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს.

კალაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ პირობებშიც კი,  მნიშვნელოვან მხარდაჭერას მოიპოვებს.

„ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბარიერი საერთოდ უქმდება, რითაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ საზოგადოების მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, რა თქმა უნდა, მოხვდნენ პარლამენტში და პარლამენტში დააფიქსირონ თავიანთი ხმა სხვადასხვა საკითხებზე. მგონია, რომ ეს ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს, ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. მე მგონია მაინც, რომ პარტია ქართულ ოცნებას, ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც კონსტიტუციის ფარგლებში ხედავს ქვეყნის მომავალს და განვითარებას, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და სასესიო კვირის ბოლოს დაიწყება უკვე განხილვები ამ რეფორმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება. გადაწყვეტილების შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics