20:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 01:22:43, 1518 ნახვა

კომენტარი
ოქრუაშვილი: ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაინგრეს - ქუდზე კაცი გვჭირდება

ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაინგრეს. ქუდზე კაცი გვჭირდება, - ასე გამოეხმაურა მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ აქციას ხალხი რეგიონებიდანაც უნდა შემოუერთდეს.

„კართაგენი უნდა დაინგრეს, ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაინგრეს. ქუდზე კაცი გვჭიდება. ჯიგრიანო ქართველებო, პარტრიოტებო, ერიც, მღვდელიც, ბერიც უნდა დავდგეთ ერთად აქ. მნიშვნელობა არ აქვს ვის რა შეხედულება გაგვაჩნია. რეგიონებიდან ყველას დახმარება და ჩამოსვლა გვჭირდება“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებს. დაპირისპირების შედეგად ათობით მოქალაქე დაშავდა. დაშავებულები არიან სამართალდამცველებს შორისაც. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics