20:53 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 01:03:09, 1457 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: პარლამენტში მშვიდობიანი შესვლა ვერ მოხერხდა - მოქალაქეებს მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე

„ევროპული საქართველოს“  ლიდერი გიგა ბოკერია  აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლა  ვერ ხერხდება და  აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ბოკერია პოლიციელებსაც მიმართავს, ვითარების პროვოცირებას  ხელი არ შეუწყონ.

“რაც შეეხება აბსოლუტურად საფუძვლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს, მე მინდა მოვუწოდო თითოეულ მათგანს, რომ დავრჩეთ მთლიანად ჩარჩოებში, მშვიდობიან ჩარჩოებში, როგორც ეს იყო მთელი დღის განმავლობაში. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, სამარცხვინოდ იქცეოდა ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში დეპუტატებს არ უშვებდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მშვიდობიანი შესვლა აქ ვერც მოხერხდება იმდენი პოლიციაა მობილიზებული. ამიტომ მოვუწოდოთ მათ და ეს მათი გადასაწყვეტი არის ზოგაგდად რა გზას აირჩევენ, ჩვენ არ ვართ აქციის ორგანიზატორები, მაგრამ მოვუწოდებთ მათ, რომ თავი შეიკავონ ამ ტიპის მოქმედებებისგან ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. მოვუწოდებ პოლიციას, რომ არ შეუწყონ ხელი ვითარების პროვოცირებას, როგორი პროვოკაციაც იყო მელიას დაკავების მცდელობისას რამდენიმე საათით ადრე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებს. დაპირისპირების შედეგად ათობით მოქალაქე დაშავდა. დაშავებულები არიან სამართალდამცველებს შორისაც. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics