13:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 03:56:39, 1297 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლების ყველაზე მთავარი ფუნქცია არის, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლებები დაიცვას

„ხელისუფლების ყველაზე მთავარი ფუნქცია არის, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლებები დაიცვას, ამის შემდეგ ყველაფერი არის დეტალები,“ - ამ განცხადებით ეხმაურება "რუსთავი 2" ის ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე თბილისის პრაიდის დაგეგმილ ღონისძიებას.

​„შენ თუ იძახი, რომ ვარ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ვითომდა, საქართველოს მოქალაქემ მისცა თავის ხმა, მაშინ რა პრობლემა არის, გინდა პირველ შემთხვევაში და გინდა მეორეში, დაიცვას საქართველოს მოქალაქის ინტერესები და კონსტიტუციური უფლებები. თუ ამის თავი არ გაქვს, მაშინ რატომ ცდილობ ხელისუფლებაში იყო, მარტო იმიტომ, რომ სახელმწიფო ტენდერები დახერხო და შენი ნათესავები მოაწყო სახელმწიფო სამსახურში? დღეს, ხომ საქართველოს ყველა მოქალაქემ, ვინც არ არის რეჟიმთან დაკავშირებული, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ არის, ეს არის რეჟიმი, ყველამ მშვენივრად იცის, რომ სახელმწიფო აღარ გვყავს, ის არის მიტაცებული, აღარ გვყავს მთავრობა, ჩვენ გვყავს ადამიანების დაჯგუფება, კრიმინალური, რომელსაც ერთადერთი აზროვნების მიზეზი და საბაბი აქვს, რაც შეიძლება მეტი ფულის ჩატენვა ჩემოდანში, სანამ ქვეყნიდან გაიქცევიან, როდესაც არჩევნებს წააგებენ,“ - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics