|
2019-06-18 14:14:52, 1361 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო მუშაობას პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მე დათოსთან მისივე ინიციატივით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა ინტენსიური კონსულტაციები და ბუნებრივია, ჩემთვის დათოს რეკომენდაციას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, როდესაც ჩვენ ერთობლივად ჩამოვყალიბდით ამ გადაწყვეტილებაზე. დათოს როლი არის კიდევ მნიშვნელოვანი, როგორც ჩემი მრჩევლის, რომ შევძლოთ კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით რეფორმების ეფექტური გატარება და ამავე დროს, ახალი რეფორმების დაგეგმვა, რომელიც საქართველოში ჯანდაცვას და სოციალურ დაცვას გადაიყვანს სრულიად ახალ დონეზე და მიუახლოვებს მას ევროპულ სტანდარტებს. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო დავით სერგეენკოს გაწეული სამსახურისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩემი მრჩეველის პოსტზე იქნება ისეთივე წარმატბეული, მნიშვნელოვანი საქმეების გამტარებელი, როგორც ეს იყო მინისტრად ყოფნის პერიოდში. დავით სერგეენკო არის და მუდმივად იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთგული წევრი და არის საუკეთესო კადრი. მე დარწმუნებული ვარ, ის ერთობლივი საქმიანობა, რომელიც გვექნება ჩვენ მომავალში, უფრო მეტი საქმის გაკეთების საშუალებას მოგვცემს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის პოსტს, მას ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)