|
2019-06-18 12:23:14, 1183 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: ივანიშვილმა საკუთარი ექიმი, საკუთარი სტომატოლოგით ჩაანაცვლა
„ივანიშვილმა საკუთარი ექიმი, საკუთარი სტომატოლოგით ჩაანაცვლა“, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული გავრცელებული ინფორმაცია, რომ სერგეენკო კორუციულ სქემებში იყოს გარეული. „ივანიშვილმა საკუთარი ექიმი ახლა ჩაანაცვლა საკუთარი სტომატოლოგით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე,რომ ეს ადამიანი ქვეყანას არ უყურებს როგორც სახელმწიფოს, არამედ როგორც თავის პირად პროექტს, სადაც შეუძლია რომ საკუთარი გარემოცვა დანიშნოს და მოხსნას ისე,რომ არ გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები. კონკრეტულად სერგეენკოზე არსებობს გარკვეული ეჭვები თითქოს ის კორუფციულ სქემებში იყო ჩართული, რასაც ასევე არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი გახდა სწორედ ნეპოტიზმი კორუფცია საკუთარ ჯიბეზე ზრუნვა ნაცვლად მოსახლეობაზე ზრუნვისა“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)