|
2019-06-14 19:06:10, 1128 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: განათლების რეფორმა არის გარანტი იმისა რომ ჩვენს პედაგოგებს ღირსეული პენსიის პირობები ექნებათ
პროფესიული საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით, ბათუმის N 14 საჯარო სკოლაში საპენსიო ასაკის პედაგოგებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და მათი დამსახურებისთვის მომავალი თაობების წინაშე. "სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს პედაგოგების ღირსეულ ცხოვრებას საპენსიო ასაკში და ეს არის ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ განათლების რეფორმა არის ეროვნული იდეა, არის გზა თავისუფლებისკენ. ეს არის გარანტი იმისა, რომ ჩვენს პედაგოგებს ექნებათ ღირსეული შრომის და შემდეგ უკვე პენსიის პირობები. ასევე, ეს არის წინაპირობა, რომ გვეყოლება წარმატებული და განათლებული ახალგაზრდები" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს, სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. აჭარაში საპენსიო ასაკის პედაგოგებიდან ჯილდოს მიღების სურვილი 552 პედაგოგმა გამოთქვა. რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება. რეფორმის მიზანია სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევების მისაღებად საჭირო ცოდნასა და უნარებს შესძენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)