23:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-12 18:49:27, 1380 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ჩიქოვანი: ამერიკა დაინტერესებულია, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ჰაბი

"ამერიკისა და საქართველოს მთავრობა იზიარებენ პოზიციას, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. სწორედ ამიტომ მოხდა ამის განსაზღვრა, რადგან ჩვენ გვაქვს თანხვედრა - შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას - რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და სარგებელი მოიტანოს საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის“, - ეს განცხადება ტელეკომპანია იმედის ეთერში   მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსამა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია შემოვა საქართველოში, ისინი მიესალმებიან იმ გარემოსა, ეკონომიკურ ვითარებას, და საგადასახადო თვალსაზრისით არსებულ პირობებს, რომელიც საქართველოშია.

"ამერიკისა და საქართველოს მთავრობა იზიარებენ იმ პოზიციას, რომ ანაკლიის პორტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი  და ეს პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. სწორედ ამიტომ მოხდა ამის განსაზღვრა, რადგან ჩვენ გვაქვს თანხვედრა - შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას - რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და სარგებელი მოიტანოს საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის.  პრემიერმინისტრი  ვაშინგტონში ვიზიტამდე  იმყოფებოდა რამდენიმე ქალაქში - სან-ფრანცისკო, სიეტლ, მიემგზავრება დალასში  და ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლობა და ინვესტორთა მნიშვნელოვანი ნაწილია კონცენტრირებული. ისინი მიესალმებიან იმ გარემოსა, ეკონომიკურ ვითარებას, და საგადასახადო თვალსაზრისით არსებულ პირობებს, რომელიც საქართველოშია. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია შემოვა საქართველოში და ამერიკელი ბიზნესმენები და ამერიკელი მეწარმეები შეძლებენ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა,  ყველას კარგად ესმის, რომ რეგიონში საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც არასდროს არ გაუცრუებია იმედები და შესაბამისად, ბიზნესიც იქნება კეთილგანწყობილი ამ პარტნიორობიდან გამომდინარე.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics