23:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-08 15:32:47, 2557 ნახვა

კომენტარი
ცესკო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებას ხელი შეუწყონ

ცესკო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მიმართავს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის ნების დამოუკიდებლად განოხორციელებას.

ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩევლებსაც მიმართა და აქტიურობისკენ მოუწოდა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა არის მნიშვნელოვანი.

 გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის ნების დაუბრკოლებლად განხორციელებას“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, ხვალ, 9 ივნისს, მთაწმინდის (N1) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურის 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც სულ 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics