23:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-08 12:53:36, 2028 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე: თადუმაძე პირველი შეხვედრისას დამპირდა, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ TV პირველის ეთერში მიხეილ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას საქმის ბოლომდე მიყვანას გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე დაჰპირდა.

„პროკურატურაში აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც მომისმინა და შეისმინა. ეს არის ორი ადამიანი. ეს არის გენერალური პროკურორი და ახალი საქმის პროკურორი “,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით,  პირველივე შეხვედრაზე მას შალვა თადუმაძე დაჰპირდა, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.

„თადუმაძეს პირველად რომ შევხვდი,  მაშინ თქვა სიტყვა, რომ მე ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე.  ბოლოსაც რომ  შევხვდი ომით, იყო რაღაც დეტალებზე საუბარი, რომელი დეტალებიც არ გამომიტანია საზოგადოებაში  იქიდან გამომიდინარე, სანამ მიხეილ კალანდიას საქმის არსებით განხილვაზე არ გამოჩნდება ყველაფერი, მანამდე თავს შევიკავებ ყველაფრისგან.   მაგრამ დღეს უკვე პირდაპირ მოვუწოდებ, რაში სჭირდება ისეთი პროკურორები, რომლებიც დაზარალებულს არც კი უსმენდნენ და არც უსმენენ“,- აღნიშნა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics