18:41 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 11:37:08, 3457 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპმა ბოშებს მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციისთვის ბოდიში მოუხადა

რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკური ეკლესიის სახელით ბოშებს მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციისთვისა და დევნისთვის ბოდიში მოუხადა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, პანტიფიკოსი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მან საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება აღავლინა და კომუნისტების დროს ნაწამები 7 რუმინელი ეპისკოპოსი წმინდანად შერაცხა.

მედიის ცნობით, ფრანცისკე 1ალაქ ბლაჟშიც იმყოფებოდა, სადაც ბოშებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დროს, პანტიფიკოსმა აღნიშნა, ბოშები ევროპაში, საუკუნეების განმავლობაში რეპრესიებს განიცდიდნენ.

ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ჰოლოკოსტის დროს ასობით ათასი ბოშა დაიღუპა.


 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics