03:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 13:48:06, 1096 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: სააკაშვილი ილუზიურ სამყაროში ცხოვრობს და მას საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილუზიებში ცხოვრობს და მას საქართველოში პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს.

დეპუტატი, ასევე, ხაზს უსვამს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინა-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

"ინანებს თუ არა ზელენსკი ამ გადაწყვეტილებას, მე ამაზე ვერ ვიმსჯელებ. მე, მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკითხი სამართლებრივ ჩარჩოებში იმ ქვეყნის გადასაწყვეტია. როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღებისას მიიჩნიეს, რომ სამართლებრივი ნორმები მაშინ იმგვარად იყო დარღვეული, რომ უფრო სწორი იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს მათი საქმეა. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ ვიცით: უკრაინა არის, იყო და იქნება ყოველთვის ჩვენი ახლო მეგობარი და სტრატეგიულად პარტნიორი ქვეყანა. კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტილებები მოგვეწონება თუ არა, ვერც ქვეყნის და ვერც ხალხების ურთიერთობაზე მიზერულ გავლენასაც ვერ მოახდენს. ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მედიასაშუალებაში და პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, ეს გასაგებია. საქართველოსთან მიმართებაში სააკაშვილი არის წარსული და მას აქ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. ის ილუზიურ, პარალელურ სამყაროში ცხოვრობს და გააგრძელებს იქ ცხოვრებას, სხვა შანსები იმ კაცს ამ ქვეყანაში არ გააჩნია. მიხეილ სააკაშვილი შეეცდება უამრავ რამეს, რა გამოუვა ეს მეორეა, საქართველოში ის წარსულია და ძალიან ცუდი წარსული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics