03:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 18:22:58, 1345 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: ჩვენთვის ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ნაბიჯების შეფასება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას აფასებს.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებასთან კავშირში არ არის.

"მე მგონია, რომ ამ ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეობასთან კავშირი არ აქვს. საქართველოს მოქალაქეობა მისთვის არავის არ ჩამოურთმევია, მან თვითონ თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ და იმ თანამდებობის სანაცვლოდ, რომელიც შესთავაზეს. თუმცა, დიდხანს არ ფაძლო მისმა კონსტრუქციულობამ, ვინაიდან ლიდერობა, მე მგონი, უსაფუძვლოდ, მის ფსიქოტიპში ზის. რამდენად ძვირი დაუჯდება თუ არ დაუჯდება ძვირი, ვერ ვიტყვი - უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა და ზელენსკისთან, მის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან ურთიერთობა გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება", - განაცხადა გია ვოლსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics