03:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 19:08:05, 1343 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი 26 მაისის ღონისძიებებზე - პირდაპირი შესყიდვაც ისეთივე კანონიერი გზაა, როგორიც ტენდერი

„პირდაპირი შესყიდვაც და ტენდერიც არის კანონიერი, გამჭვირვალე და სწორი გზა“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურალისტების კითხვას, რატომ მოხდა პირდაპირი შესყიდვა 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის და რატომ არ გამოცხადდა ტენდერი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 26 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია და შესყიდვის წესზე საუბარი არარელევანტურია.

 “მე მგონი, არასწორი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ რა არის პირდაპირი შესყიდვა. პირდაპირი შესყიდვა არ ნიშნავს იმას, რომ მიდიან და ერთ ადამიანთან აკეთებენ მოლაპარაკებას. მას წინ უძღვის ფასების კვლევა. ეს ერთ-ერთი დაშვებული და კანონიერი გზაა. ზოგ შემთხვევაში ამ გზით წასვლა ხდება, როდესაც ფასების კვოტირებას აკეთებენ და შედარებით სწრაფად მიიღება გადაწყვეტილება. ზოგ შემთხვევაში კი ხდება ტენდერის გზით წასვლა. ორივე არის კანონიერი, გამჭვირვალე და სწორი გზა. ზოგჯერ ასე ხდება, ზოგჯერ – ისე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თვითონ თარიღი და ის, თუ რაზე იხარჯება ეს ფული. ესაა 26 მაისი. თითოეული უწყება ცდილობს, ამ პერიოდში რაღაც გამორჩეული გააკეთოს და ნამდვილი სახალხო ზეიმი მოაწყოს, რაც არის სწორი სიგნალი. კიდევ ერთხელ უნდა დაფიქსირდეს, რამდენად მნიშვნელოვანი თარიღია. შესაბამისად, შესყიდვის წესზე საუბარი საერთოდ არარელევანტურია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics