16:02 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 18:27:43, 3078 ნახვა

მსოფლიო
შრი-ლანკაში ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ეროვნულმა ერთობამ“ აიღო

შრი-ლანკაზე მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაჯგუფება „ჯამაათმა“, იგივე „ეროვნულმა ერთობამ“ აიღო, - ამის შესახებ alarabiya მთავრობის პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება შედარებით ახალია და ამიტომ მის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აღნიშნული დაჯგუფება სხვა უფრო დიდი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ იმართება. აღსანიშნავია, რომ მანამდე ხსენებული დაჯგუფების საქმიანობა მხოლოდ ვანდალიზმს უკავშირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შრი-ლანკაში 8 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 290-მდე ადამიანი დაიღუპა, 500 კი, დაშავდა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics