12:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 17:50:53, 1963 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი რუსთავში ციხის მშენებლობაზე: პროცესების პოლიტიზება არ ივარგებს

ჩვენი კარი კონსულტაციებისთვის კვლავ ღიაა, თუნდაც იმისთვის რომ ერთად დავითვალოთ მანძილი ციხის კედლებამდე, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავში, ჭყონდიდის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნებს, რომლებიც ციხის მშენებლობას აპროტესტებენ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პროცესის პოლიტიზირება არ ივარგებს.

 „ვფიქრობ, ამ პროცესების პოლიტიზება არ ივარგებს. საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, პენიტენციური სამსახურის გაძლიერებას, ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დასაცავად და ასევე, დანაშაულთან უფრო ეფექტურად საბრძოლველად. ინფრასტრუქტურული განვითარება თუ არ იქნება სისტემაში, ჩვენ დანაშაულს ეფექტურად ვერ შევებრძოლებით. ვფიქრობ, საზოგადოება არის ერთსულოვანი, დანაშაულთან საჭიროა ეფექტური ბრძოლა. როცა მსჯავრდებული ხვდება საპატიმროში მისი უფლებების დაცვა მაღალი ხარისხით არის საჭირო და დასახულია ის სამი ღია დაწესებულება ეგრედ წოდებული ზონები თუ კოლონიები, რომლებიც ჩვენ საბჭოთა წარსულიდან გვხვდა წილად. ამიტომ ეს ვერ მოხდება ინფრასტრუქტურული განვითარების გარეშე, ვფიქრობ დაახლოებით 60 მილიონიანი ინვესტიცია, რაც რუსთავისთვის კეთდება ჩვენი სისტემის მხრიდან, არის უნიკალური შესაძლებლობა. ამასთან ამ სისტემაში დასაქმდება 500-დან 600-მდე ადამიანი.დასანანია, რომ ზოგიერთი ადამიანი დიალოგის რეჟიმს არ ემხრობა და კარვის გაშლის მეთოდს მიმართავს. ჩვენი კარი კონსულტაციებისთვის კვლავ ღიაა, თუნდაც იმისთვის რომ ერთად დავითვალოთ მანძილი ციხის კედლებამდე, ერთად ვნახოთ რენდერები, ესკიზები, პროექტები და ჯანსაღი დიალოგის ფარგლებში ვისაუბროთ იმაზე, თუ ამხელა ინვესტიცია რას მოუტანს რუსთავს, რუსთაველებს და კონკრეტულად ჭყონდიდის დასახლების წარმომადგენლებს“, - აცხადებს წულუკიანი.

შეგახსენებთ, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ დღეს სასჯელაღსრულების მშენებარე დაწესებულებასთან კარვები გაშალეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics