12:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 11:22:26, 1874 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი: სტატისტიკა ადასტურებს, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მანდატურის სამსახური ეფექტიანად მუშაობს

სტატისტიკური მონაცემები არის დასტური, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მანდატურის სამსახური ეფექტიანად მუშაობს, – ამის შესახებ საქართველის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებზე კომენტირებისას განაცხადა.

სტატისტიკას, რომლის თანახმად, საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, ნარკოტიკები და ალკოჰოლია ამოღებული, მეზვრიშვილი მანდატურების ეფექტიან მუშაობას უკავშირებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, გაზრდილია არა დანაშაული, არამედ კოორდინაცია მანდატურის სამსახურსა და პოლიციას შორის, რაც 2018 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგია. მისი თქმით, კანონის ამოქმედების შემდეგ ყველა სახის დარღვევისა თუ დანაშაულის ნიშნების შესახებ სამართალდამცველების ინფორმირება ხდება.

„როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის დასაწყისში შსს-მ გა​ნათლების სამინისტროსთან ერთად დაიწყო მანდატურის სამსახურის რეფორმა, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ, რომ მანდატურის სამსახური გაგვეძლიერებინა და მიგვეცა შესაძლებლობა, რომ სკოლებში უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამისი ზომები მიეღოთ. ის მონაცემები არის ნათელი დასტური, რომ მანდატურის სამსახური კანონის ამოქმედების შემდეგ ეფექტიანად მუშაობს, ახდენს შესაბამისი დარღვევების გამოვლენას და იქ, სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება, ამის შესახებ ინფორმაციას აწვდის შსს-ს. ანუ ჩვენი ამოცანა რაც იყო, კოორდინაცია პოლიციასა და მანდატურის სამსახურს შორის გაგვეზარდა, ეს მიზანი მიღწეულია და დანაშაულის ყველა ფაქტზე პოლიცია ეფექტიანად რეაგირებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics