12:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-12 19:02:40, 1953 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: შავგულიძემ, რომელმაც დებატებზე უარი განაცხადა, თავად გასცა პასუხი ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ საჩოთირო ვარაუდს

შალვა შავგულიძემ, რომელმაც დღეს დებატებზე უარი განაცხადა თავად გასცა პასუხი ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ საჩოთირო ვარაუდს, - ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა დღეს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.

გირგვლიანის საქმის შესახებ საუბრისას ლაშა ნაცვლიშვილმა გაიხსენა გირგვლიანის საწინააღმდეგო შესწორებებზე კენჭისყრის შედეგები და ჩამოთვალა გვარები, მათ შორის ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე და კიდევ არაერთი ის ადამიანი, ვისთან ერთადაც შალვა შავგულიძე კენჭს იყრის მთაწმინდაზე. 

"მე თქვენ დაგიტოვებთ იმ კენჭისყრის შედეგებს,  რომელიც არის გირგვლიანის შესწორებებზე, ოღონდ არა იმ შესწორებებზე, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მიიღო იმისთვის, რომ დაზღვეული იყოს საზოგადოება ასეთი ტიპის დანაშაულისგან, იმ გირგვლიანის წინააღმდეგ შესწორებებს, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, პატიმრობის კანონი, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, როგორ შეაწყალებინეს პრეზიდენტს სამხედრო მოსამსახურეები. წავიკითხავ მათ გვარებს, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ხათუნა გოგორიშვილი, დავით კირკიტაძე, პავლე კუბლაშვილი, მეგი გოცირიძე. ძალიან გთხოვთ ეს ფაქტი შეახსენოთ შალვა შავგულიძეს, რომელმაც დღეს დებატებზე უარი განაცხადა და კითხოთ რა არის პასუხი კითხვაზე რასაც აკეთებდა ან არ აკეთებდა. ამ კითხვაზე პასუხი არის ამ ხალხთან ერთად კენჭისყრა. მან თავად გასცა პასუხი ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ საჩოთირო ვარაუდს”,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics