12:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-12 16:49:08, 1978 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: „ქართული ოცნება“ ადამიანებს პატიოსანი გზით ხელისუფლების გადარჩევის საშუალებას ართმევს

„ზუგდიდში მომხდარი ძალადობა არის იმ პროცესების გაგრძელება, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში ხდებოდა“,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველ გუნდს საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე შეფასებები არ აინტერესებს და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს.

"ქართული ოცნება“ ადამიანებს ფაქტობრივად  ართმევს პატიოსანი გზით ხელისუფლების გადარჩევის საშუალებას. მათთვის ყველაზე დიდი შემაკავებელი ფაქტორი სწორედ ხალხი გახდება. კანონი ხომ დასჯის თავის დროზე, მაგრამ ხალხი მოუღებს ბოლოს,  რადგან მათ ფაქტობრივად არჩევნები გააუქმეს. ეს არავის შერჩება. ზუგდიდში მომხდარი ძალადობა არის იმ პროცესების გაგრძელება, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში ხდებოდა. არ დარჩენილა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, დიდი სახელმწიფო, მათ შორის აშშ და მისი სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელთაც არ აღენიშნოთ, რომ ეს არის მოსყიდული, ძალადობრივი გზით და უსამართლოდ ჩატარებული არჩევნები. ვინმე იფიქრებდა, რომ ხელისუფლება ოდნავ მაინც არ შეცვლიდა თავის ტაქტიკას? არა. მათ არ აინტერესებთ არავისი აზრი. მათ აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში  „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. მოგვიანებით, გიორგი პატარაია და ანი წითლიძე გაათავისუფლეს. მანუჩარ ჩხეტია ამ დრომდე დაკავებულია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics