17:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 13:13:21, 1616 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის „საგარეო“ სტოლტენბერგზე: მისი განცხადებები საქართველოს ხელმძღვანელებში მილიტარისტურ განწყობებს აღვივებს

"საქართველოს დასავლელი პარტნიორების რიგითი განცხადებები თავიანთი „კლიენტის“ მხარდასაჭერად არავის აოცებს", - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომ „რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან უნდა წაიღოს“.

ე.წ. უწყებაში სტოლტენბერგის განცხადებას "ვაშინგტონისა და ბრიუსელის პროპაგანდისტული რიტორიკის ნაწილად" აფასებენ. 

"ამგვარი განცხადებები საქართველოს ხელმძღვანელებს მოლოდინებს უჩენს, მილიტარისტურ განწყობებს აღვივებს და ძირს უთხრის ძალისხმევას ამიერკავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. საქართველოსა და ნატო-ს სწავლებები აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. მოვუწოდებთ თბილისსა და ბრიუსელს გააცნობიერონ ასეთი ქმედებების ნეგატიურობა", - ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics