17:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 10:26:45, 2008 ნახვა

რეგიონი
ოლადაურის მოსახლეობამ პრიორიტეტები განსაზღვრა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის ჯუმუშაურის, ოლადაურის, მაწყვალთისა და კარაპეტის სოფლებში კრებები გაიმართა.

პრიორიტეტების შერჩევის პროცესს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე, მერის წარმომადგენელი ოლადაურის  ადმინისტრაციულ ერთეულში ვახტანგ ფუტკარაძე და მერის წარმომადგენლის თანაშემწე ავთანდილ ნაკაიძე ესწრებოდნენ.

შუახევის მერმა ადგილობრივებს,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამასა და მასში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე, პროგრამის პრიორიტეტებზე  ესაუბრა და  ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო, რაც მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში განხორციელდება გარდა სოფლის მხარდაჭერით განსახორციელებელი მცირემასშტაბიანი პროექტისა.

შეხვედრებზე კენჭისყრის შედეგად მოასახლეობამ შემდეგი პრიორიტეტები განსაზღვრა:

ჯუმუშაური - სანიაღვრე არხის და გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა;

ოლადაური - გარე განათების ქსელის მოწყობა;

მაწყვალთა - გარე განათების ქსელის მოწყობა;

 კარაპეტი - არსებული გარე განათების ქსელის დასრულება და წისქვილის რეაბილიტაცია;

სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ხვალ ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის გორის, მახალაკიძეების, პაპოშვილების სოფლებში და ჭვანის  ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართება.

შუახევის მუნიციპალიტეტში  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები 14 მარტს  დაიწყო და ხვალ დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics