|
2019-03-18 17:03:01, 1407 ნახვა
სამართალი
მარიამ ჯაში სქესობრივ დანაშაულში მხილებულთა განათლების სისტემაში დასაქმების პრევენციის შესახებ შსს-ს კანონპროექტს პოზიტიურად აფასებს
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებას ისახავს მიზნად. „ჩვენი კომიტეტის მანდატს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტში ზოგადი განათლების, ასევე სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების დაწესებულებებში და პროფესიული განათლების სისტემაში იმ პირთა დასაქმების პრევენციას, რომლებიც იყვნენ ნასამართლევი სქესობრივი დანაშაულისა და ძალადობის მუხლებით. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას. საბავშვო ბაღებში, სკოლებში და კოლეჯებში ვერ დასაქმდებიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნასამართლევი შესაბამისი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით და ამასთანავე ძლიერდება მონიტორინგის მექანიზმი. სკოლები და საგანმანათლებლო სისტემა ვალდებულია, რომ გაძლიერდეს დაკვირვების მექანიზმები. ბუნებრივია, ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ მსგავსი დანაშაულები იყოს მაქსიმალურად შემცირებული და აღმოფხვრილი საგანმანათლებლო სისტემაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)