|
2019-03-12 14:26:30, 1683 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაში დატოვა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დავით კირკიტაძისთვის ადვოკატის შეუამდგომლობა პატიმრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის თქმით, მან შუამდგომლობა ახალაღმოჩენილი გარემოებების გამო დააყენა. ადვოკატის მტკიცებით, ადგილზე წარმოდგენილი იყო 2000-ზე მეტი თავდები პირის ხელმოწერა, ხოლო სასამართლო სხდომაზე პარლამენტის ის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებიც კირკიტაძეს თავდებში უდგებიან. კონდახაშვილმა მოსამართლეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის პირადობის მოწმობა და პასპორტი გადასცა. შუამდგომლობას სახელმწიფო ბრალდების მხარე არ დაეთანხმება. პროკურორ სანდრო გიორგაშვილის თქმით, ადვოკატმა ვერანაირი ახალი გარემოება ვერ წარმოადგინა, რაც პატიმრობის შეწყვეტას უკავშირდება. შეგახსენებთ, კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)