23:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 20:58:50, 1621 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი - მამუკა ხაზარაძეს აქვს მოლოდინი, რომ წერილზე გიორგი გახარიას ანაბეჭდი იქნება

„ლონდონში უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა დოკუმენტზე რაიმე სახის ანაბეჭდი და ეს დაფიქსირდეს“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ წერილზე ანაბეჭდი აღმოჩნდება, პირის იდენტიფიცირება გამოძიება უნდა მოახდინოს.

„თუ აღმოჩნდა ეს ანაბეჭდები, გადავცემთ გამოძიებას და გამოძიებამ მოახდინოს, ვისი ანაბეჭდი არსებობს, იმის იდენტიფიცირება. არსებობს ბაზა, არსებობს ბიომეტრიული პასპორტები, სადაც ჩვენ ყველას გვაქვს დატოვებული ჩვენი ანაბეჭდები. მერე მას შეეძლება, შეადაროს და მოახდინოს იდენტიფიკაცია. ლონდონი ვერ დაადგენს ვისი ანაბეჭდია. ის თუ აღმოაჩინა ანაბეჭდი, მხოლოდ მოახდენს მის ფიქსაციას,“- განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ადვოკატის თქმით, ხაზარაძეს მოლოდინი აქვს, რომ წერილზე შს მინისტრ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდი და დნმ-ი დაფიქსირდება.

„მამუკა ხაზარაძის მხრიდან ამის მოლოდინი იმიტომ, რომ მას მოუვიდა ეს წერილი, დანარჩენი გამოძიების საქმეა. შუამავალი არ სახელდება, სახელი და გვარი, თორემ მამუკას განცხადებით, შუამავალი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, კაბინეტში და მოვიდა მასთან. ეს არ იყო ორი დღის მერე მოსული შუამავალი. ასეთი ტიპის ჩვენება იქნა მიცემული“, - განაცხადა კორძაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში გამართულ სხდომაზე თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადარომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ხაზარაძის განცხადებას მოგვიანებით შს მინისტრი გამოეხმაურა და მას „პრივილეგირებული ბიზნესმენის მიერ ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა“ უწოდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics