23:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 17:57:55, 1609 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - დღევანდელ დღეს აუცილებლად მოყვება ბრალის წარდგენა და დაჭერები

„დღევანდელ დღეს აუცილებლად მოყვება ბრალის წარდგენა და დაჭერები“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას, სადაც „თიბისის“ დამფუძნებლებმა ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოველენებზე ისაუბრეს.

როგორც უგულავა აცხადებს, TBC-ს საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

“მამუკა ხაზარაძე იყო აშკარად გულწრფელი და თქვა ბევრი გამაოგნებლი რამ. დღევანდელ დღეს აუცილებლად მოყვება ბრალის წარდგენა- დაჭერები. ბრძოლა იქნება ხანგრძლივი! ამიტომ, ადრე რატომ არ ამოიღე ხმა/იმათ რატომ იცავდი და ასე შემდეგ ახლა არარელევანტურია. სამი ერთმანეთის თანმიმდევრული ამოცანა უნდა გვქონდეს. 1. კობა გვენეტაძე უნდა ჩამოშორდეს ეროვნულ ბანკს. ის არაა ივანიშვილის საფლავის ქვის მეგობარი და როგორც კი გადადგება მოუწევს საუბარი- რატომ დაახურდავა საკუთარი თავი. არის ეჭვი რომ მას აშანტაჟებენ. 2. გიორგი გახარია არის არა შსს მინისტრი არამედ Fixer "დამლაგებელი". მას დავიბარებთ პარლამენტში. ამ გადმოსახედიდან გარდაუვალია მისი გადაყენება. 3. პარალელურად უნდა შეიქმნას TBC საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია. პროკურატურამ ნდობა სრულად დაკარგა. ოცნებაში დუღილის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი მათ ჩამოშლას ნიშნავს. ამიტომ უკვე დროა მოვემზადოთ არჩევნებისთვის“, - აცხადებს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, პარლამენტში გამართლ სხდომაზე თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ხაზარაძის განცხადებას მოგვიანებით შს მინისტრი გამოეხმაურა და მას „პრივილეგირებული ბიზნესმენის მიერ ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა“ უწოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics