00:48 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 16:23:51, 1487 ნახვა

კომენტარი
ბობოხიძე: ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ TBC-ს საქმის საჯარო განხილვა დამაზიანებელი იქნებოდა, დღეს კი, ინფორმაციას ავრცელებს

"ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის შეფასებით, პროკურატურის მიერ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით დღეს გავრცელებული განცხადება, იმის დასტურია, რომ ხელუსუფლება ხსენებულ საფინანსტო ინსტიტუტს ებრძვის.

ბობოხიძის თქმით, ასეთი ტიპის ქმედებებით ანაკლიის პროექტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. 

"ხელისუფლება, რომელიც 2 დღის წინ გვიმტკიცებდა, რომ "თიბისი ბანკის" და მამუკა ხაზარაძის საქმის საჯარო განხილვა ბანკს დააზიანებდა, დღეს გამოდგა, საჯაროდ, ცალმხრივად ავრცელებს ინფორმაციას ბანკის და მამუკა ხაზარაძის მიმართ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს და ადასტურებს იმას, რომ ხელუსუფლება მიზანმიმართულად ებრძვის ამ საფინანსო ინსტიტუტს. უახლოეს დღეებში რომც დამტკიცდეს მამუკა ხაზარაძის კეთილსინდისიერება, ანაკლიის პორტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. მთელი მსოფლიოს საფინანსო ინსტიტუტებისთვის გაშვებულია მესიჯი, რომ ანაკლიის პორტის მმართველი ჯგუფი არ სარგებლობს დღევანდელი ხელისუფლების კეთილგანწყობით, მეტიც, დღევანდელი ხელისუფლება ებრძვის მას", - განაცხადა დეპუტატმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics