02:17 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 18:19:56, 1588 ნახვა

კომენტარი
სოფიო ქაცარავა - ლუგარის ცენტრი რუსეთის მხრიდან მორიგი მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიზიტით მყოფმა საგარეო ურთიეთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გენადი ონიშნეკოს განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ რიჩარდ ლუგარის ცენტრი გახდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მორიგი, მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე, რომელმაც დაუსაბუთებლად დაადანაშაულა ცენტრი, თითქოსდა აშშ-ის ხელშეწყობით ატარებს საშიშ ექსპერიმენტებს და ამზადებს ბიოლოგიურ იარაღს.

სოფიო ქაცარავას განცხადებით, რეალურად ლუგარის ცენტრი არის უნიკალური ლაბორატორია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეების შემცირებას და ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების ზრდას.

„ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ საზოგადოებასთან და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ლუგარის ცენტრის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საქართველოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის14-15 ნოემბერს ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ" კონვენციასთან შესაბამისობის საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტთა წარმომადგენლობით დელეგაციას მასპინძლობდა, რომელში მონაწილეობაზეც რუსულმა მხარემ უარი განაცხადა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics