19:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 10:07:45, 1382 ნახვა

სამართალი
"პრესა.ჯის" ტერორისტული აქტით ემუქრებიან

„ინტერნეტ მედია ჯგუფში“ შემავალ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პორტალის, პრესა.ჯის თანამშრომლებს, „შარლი ებდოს“ მოწყობით ემუქრებიან.

Presa.ge-ს ოფიციალურ გვერდზე გამოგზავნილ შეტყობინებას „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალური ქსელში წერილით პასუხობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Inteal Affairs of Georgia სასწრაფოდ იპოვეთ და მიწიდან ამოიღეთ ეს არსება, რომელიც "შარლი ებდოს" მოწყობით გვემუქრება.

მივმართავ ხელისუფლების პირველ პირებს, მის არაფორმალურ მმართველს: თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს ჩვენი მედია კომპანიის რომელიმე თანამშრომელს, პასუხს აგებთ პირადად და პერსონალურად. 

"შარლი ებდოთი" კი არა, სულ რომ "ჯამალ ჰაშოღით" დაგვემუქროთ, მაინც წამოვწევთ თქვენს კორუფციულ თემებსა და ქონების მიტაცების ფაქტებს...
US Embassy Tbilisi, Georgia ვთხოვ ამერიკის საელჩოს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობოებს, დაინტერესდნენ ამ სახიფათო, სერიული მკვლელობის მუქარის ფაქტით.
 ვინც არ იცის, მათთვის: 2015 წლის 7 იანვარს, ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალს, "შარლი ებდოს“, შეიარაღებული ტერორისტები დაესხნენ თავს და 12 ადამიანი მოკლეს" - წერს გიორგი კაპანაძე ფეისბუქ გვერდზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics