09:01 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 11:32:55, 1172 ნახვა

კომენტარი
ბესელია - მაქვს 4 საკითხი, რაც მინდა რომ დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, პარტიის დღევანდელ სხდომაზე კონკრეტულ საკითხებს დააყენებს, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის თემას ეხება.

როგორც მან აღნიშნა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი, დღის წესრიგის მთავარ საკითხად არ მიაჩნია.

„მე მოვედი კონკრეტული საკითხებით და მაქვს 4 ძირითადი საკითხი, რაც მინდა, რომ დღეს განვიხილო ამ ფორმატში და  გადაწყვეტილებებიც უნდა შევაჯეროთ და მივიღოთ. პირველი სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და ეს მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ კრიტერიუმებზე და პროცედურაზე ვიმსჯელოთ ჩვენ პარლამენტში კანონმდებლებმა და არ მოხდეს ამ პროექტის დაწერა იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომელთაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ და თავად სურთ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. მეორე, უვადოდ დანიშვნა მოსამართლეთათვის რომ შეჩერდეს, ეს ცვლილება მე უკვე მომზადებული მაქვს მე, როგორც წინა სხდომაზე შევთანხმდით. მესამე, ეს არის თავად კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც უნდა მივიღოთ კანონში, როგორც ახალი მექანიზმი, რომ დავაზღვიოთ რისკები და გაიმართოს ჯანსაღი პროცესი მოსამართლეთა შერჩევის და ავირჩიოთ საუკეთესო მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. მეოთხე, ასევე უნდა ვიმსჯელოთ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებით და ესეც შემადგენელი საკითხია მთელი პროცესის და  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იმ ფასეულობების და ღირებულებების დამცველი იყოს იმ კომიტეტში ახალი თავმჯდომარე, რომელსაც ჩვენ პრინციპულად ვიცავთ. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც მე მინდა, რომ ვისაუბრო და გადაწყვეტილებები მივიღოთ დღეს.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მეთოდებს ძალადობრივ თუ მორალურ ტერორს, ეს საკითხები მთავარი დღის წესრიგი არ არის ჩემთვის. ამაზე საუბარი ალბათ იქნება, მაგრამ მთავარი დღის წესრიგი არის ის საკითხები, რომლითაც მოვედი“, - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უძღვება.  

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics