03:36 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-31 14:57:01, 3092 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -23.1 მლრდ აშშ დოლარი (-60.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -144.0 პროცენტია. 

უწყების ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 551.1 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.5 მლრდ აშშ დოლარია (24.9 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 115.4 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 32.6 მლრდ აშშ დოლარი (85.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 435.8 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics