|
2018-12-27 15:45:01, 1537 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: ჩვენი ამოცანაა, ყოველწლიურად 50-60 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა შევძლოთ
ჩვენი ამოცანაა, ყოველწლიურად შევძლოთ 50-60 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა და ვისურვებდი, ამ სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდიოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, რომელიც საბოლოო ჯამში სიღარიბის ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირებასა და დაძლევას შეუწყობს ხელს. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რომელთა დიდი ნაწილი შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს. ჩვენ გვაქვს სიღარიბის პრობლემა საქართველოში, რომლის გამომწვევი წყარო რამდენიმეა. მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მცირეა. ეს მათ შორის უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური მოდელი და მოქმედი წესები ზღუდავდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საშუალებას. ჩვენი ახალი საბაჟო კოდექსი, სასტარტო კაპიტალის რეფორმა, დაზღვევის ინსტრუმენტები, რომელიც ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ, ექსპორტის წამახალისებელი პროგრამები ორიენტირებული იქნება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში უფრო მეტი სამუშაო ადგილის გენერირებაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის ინფორმაციით, ასევე გაგრძელდება მნიშვნელოვანი ნაბიჯები გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს კიდევ უფრო ეფექტურად ინტეგრირებისთვის. „ჩვენი ბაზარი საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ ბიზნესმა შეძლოს აქტიური განვითარება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან ამოცანად დარჩება გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს უფრო ეფექტურად ინტეგრირება. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ. მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ ლოგისტიკა, რომელიც ჯერ კიდევ მსხვილ ხარჯად რჩება ჩვენი მეწარმეებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესების დიდი პოტენციალი არსებობს. მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგადასახადო პოლიტიკა იქნება მაქსიმალურად ლიბერალური და წარდგენილია მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც ჯარიმების და საურავების დაწესების „დრაკონული წესების" შეცვლას გულისხმობს. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა დღგ-ს დაბრუნების რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან ელექტრონულ რეჟიმში ამოქმედდება. „წელს ნახევარ მილიარდზე მეტი დაუბრუნდათ ქართველ მეწარმეებს. ჩვენ ამ პროგრამას მომავალში გავაგრძელებთ და ჩვენი ამოცანაა, 2018-2020 წლების განმავლობაში მილიარდ-ნახევარი ლარი დაიბრუნონ ჩვენმა მეწარმეებმა, რაც მათ პროდუქციას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის", - აღნიშნა პრემიერმა.
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)