00:42 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-12 16:21:17, 1609 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი პირველად აჭარბებს 13 მილიარდ ლარს

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი პირველად აჭარბებს 13 მლრდ ლარს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

მისი განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებულ ვერსიაში, დამატებით იზრდება  92.4 მლნ ლარით, მათ შორის, 40 მლნ ლარამდე იზრდება ინფრასტრუქტურის ნაწილში.

„მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის - „ადამიანური კაპიტალის ინდექსით", კიდევ ერთხელ გამოვლინდა ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და მიღწევები. ჩვენს პრიორიტეტებში აქცენტი, ძირითადად, ჯანდაცვისა და განათლების კომპონენტებზე კეთდება, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საზოგადოებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის პარალელურად. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა 5-წლიანი სამოქმედო გეგმის მომზადებაზე, რომლის შესრულებამ მნიშვნელოვნად უნდა გაგვიუმჯობესოს პოზიციები აღნიშნულ ინდექსში, რაც ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების შედეგი იქნება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics