19:23 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 13:35:18, 1009 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერთან შეხვედრაზე ეუთო-ს დამკვირვებლებმა საარჩევნო გარემო პოზიტიურად შეაფასეს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა.

დამკვირვებლებმა პოზიტიურად შეაფასეს ქვეყანაში არსებული კონკურენტული საარჩევნო გარემო და აღნიშნეს, რომ ეს ორგანიზაციების შეფასებებშიც აისახა.

მთავრობის მეთაურმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამჯერადაც, ისევე, როგორც 2012 წლიდან დღემდე ყველა არჩევნებზე, უზრუნველყოფილი იქნება  არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამის, სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება.

პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, თითოეული ამომრჩევლის ხმა იყოს დაცული და განაცხადა, რომ სამართალდამცავი უწყებები, არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალურ წესრიგს უზრუნველყოფენ, რეაგირების გარეშე არ დატოვებენ და საჭიროების შემთხვევაში დროულად აღკვეთენ ნებისმიერ კანონდარღვევას.

მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის კვლავაც გარანტირებული იქნება არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგისა და გაშუქების დაუბრკოლებლად განხორციელების პირობები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics