16:50 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-16 15:34:13, 262 ნახვა

პოლიტიკა
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. "კომპანია "გრინსერვისი+“-ის უკვე  ყოფილმა დირექტორმა საპატიმრო გუშინ დატოვა.

ლაშა ფურცხვანიძე, რომელსაც ექვს წლიანი პატიმრობა 2023 წლის 10 ივლისს შეეფარდა, "პირველებს" ეუბნება, რომ საპატიმროდან ელექტრონული სამაჯურით გამოუშვეს.

  • საქმე ეხება ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც 13 წლის მარიტას სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიებსი თანახმად, შადრევანი, საიდანაც დენმა გაჟონა სწორედ "გრინსერვისი+“-ის დამონტაჟებული იყო.

ფურცხვანიძის განმარტებით, ვადაზე ადრე ციხიდან უდოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. 

გუშინ დავტოვე საპატიმრო. დიახ სამაჯურით გამომიშვეს. უდოს კომისიას მივმართე და მათი გადაწყვეტილება იყო. იმ კომპანიაში არ დავბრუნდები, თუმცა ვერ გეტყვით ჯერჯერობით ოჯახთან ვარ და ამას ვაპირებ. მომავალი გვაჩვენებს", - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ. 

"პირველებმა" ფურცხვანიძეს ჰკითხა, იყო თუ ნებართა გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ოჯახისგან მის გათავისუფლებაზე ან აპირებს თუ არა მათთან შეხვედრას: 

(მარიტას) ოჯახისთვის მე არ მიმიმართავს.  არ ვაპირებ (მარიტას) ოჯახთან შეხვედრას". - განაცხადა ფურცვანიძემ. 

მკვლელი შადრევნის საქმეზე განაჩენი 2023 წლის 10 ივლისს გამოცხადდა - მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა ცხრა ბრალდებულიდან ერთი უდანაშაულოდ ცნო, რვას კი პატიმრობა შეუფარდა, მათ შორის გრინ სერვის პლუსის ხელმძღვანელს.

ლაშა ფურცხვანიძეს სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა. გიორგი გობეჯიშვილს  4, ვალერი გობეჯიშვილს 3 წელი, ნუგზარ ქიტიაშვილს 3 წელი, დავით თუშიშვილს 3 წელი და 6თვე, დევი კახოიძეს 3 წელი, გიორგი ვახტანგაშვილს 3 წელი , ლაშა ჭიღიტაშვილს 3 წელი, ბექა მურღვლიანს 3 წელი, ხოლო ვალერი გოგიშვილი  ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.

  • გრინსერვის პლუსის დირექტორმა განაჩენის გამოცხადების დღეს თქვა, რომ გამოძიებამ არ დაადგინა მთავარი, ვინ იყო მწარმოებელი კომპანია და ჰქონდა  თუ არა მას დაშვებული შეცდომები მაშინ, როდესაც გრინსერვის პლუსს მიაწოდეს ის ტექნიკა, რითაც მათ სამუშაოები შეასრულეს.

"გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება უხარისხო სამუშაოების შესრულებას ედავებოდა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე მას ბრალი ჰქონდა წარდგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics