21:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 13:36:37, 1023 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - დაიწყება ისეთ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარჩოში მოაქცევს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაიწყება ისეთ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარჩოებში მოაქცევს.

როგორც კობახიძემ განმარტა, რა ფორმით მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს "ჩარჩოში მოქცევა" ჯერჯერობბით უცნობია და ეს ტექნიკის საქმეა.

"გვქონდა მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე. გვქონდა საუბარი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამ მიმართულებით. არსებობდა გარკვეული მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს როლის თაობაზე და ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ აუცილებლად დავიწყებთ ძალიან კონკრეტული სახით მსჯელობას შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ამ სფეროს რეგლამენტაციას და ასევე შეიძლება ვიმსჯელოთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას იმ სფეროში, რა სფეროსაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება თუ ზოგადად ნარკოტიკული პოლიტიკა. ესეც პრინციპული გადაწყვეტილებაა და უახლოეს დღეებში დაიწყება ასეთ კანონპროექტზე მსჯელობა. მიმართულება არის ნარკოტიკების ჩარჩოში მოქცევა და საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარჩოებში მოქცევა. როგორ და რა ფორმით მოხდება ეს, ეს ტექნიკის საქმეა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics