|
2018-11-01 13:24:53, 1252 ნახვა
კომენტარი
ბესელია: თუ მოვიდა რევანშისტული ძალა, ეს სახიფათოა არა „ოცნებისთვის“, არამედ ქვეყნისთვის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმის მისაცემად მივიდეს. როგორც ბესელიამ განმარტა, მმართველმა გუნდა პირველი ტურის შედეგებით, მოსახლეობისგან გზავნილი მიიღო და პრობლემების მოგვარებას დაიწყებს. "გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა. ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი რაზეც ყველა ვთანხმდებით. რა გზავნილიც მივიღეთ ამას კარგად ვაცნობიერებთ. არის საჭირო მნიშვნელოვანი ცვლილებები, ისეთი რომელიც სჭირდება ჩვენ ხალხს. პირველი ეტაპი არის მოკლევადიანი, რომელიც ეხება ამ მოკლე ვადაში, საარჩევნო კამპანიის მეორე ტურამდე დასაგეგმ ღონისძიებებს, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, შესაცვლელია. ჩვენი შიდა საქმეა როგორ დავალაგებთ შიდა მენეჯმენტს. იქნება ცვლილებები ამ მხრივ, იმისთვის, რომ მეორე ტურზე ყველა ამომრჩეველი მოვიდეს და გავაცნობიეროთ, რომ რეალური საფრთხეა ქვეყანაში. თუ მოვიდა რევანშისტული ძალა და ეს სახიფათოა არა "ქართული ოცნებისთვის" არამედ ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. უნდა ვიცოდეთ რა გვინდა, მშვიდობა ქვეყანაში თუ წარსულში დაბრუნება. მეორე საკითხი ეხება არჩევნების შემდეგ განსახორციელებელ ძალიან მნიშვნელოვან და კომპლექსურ ცვლილებებს. ახლა დროა კონსოლიდირების, ჩვენი შესაძლებლობების მობილიზების. ეს ის დროა, რომ ყველამ გავაცნობიეროთ საფრთხე და გავერთიანდეთ, რათა მოქალაქეები მოვიყვანოთ არჩევნებზე. წინასაარჩევნო კამპანიაში, პარტიის თავმჯდომარე ძალიან აქტიურად არის ჩართული. საკითხი არ დგას ისე, რომ დარჩება თუ არა "ოცნება" ხელისუფლებაში. ეს არჩევნები იმიტომაც არის სახიფათო, რომ ძალა რომელიც რევანშისთვის ემზადება, ეს ძალა ემზადება უმძიმესი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების გათავისუფლებისთვის. თუ ბატონ ვაშაძეს ჰგონია, რომ შეწყალების უფლება ისეთი უფლებაა, რომ ვისაც რა უნდა ქვეყანაში დააშავოს და მერე ეს ადამიანები მან შეიწყალოს, ის ცდება. ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ მეორე ტური მშვიდად და დემოკრატიულად ჩავატაროთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)