|
2018-10-25 19:01:06, 5553 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში, ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“ დააკავეს
თურქეთში, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" დააკავეს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშალების ინფორმაციით, "ლავასოღლი" ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი დაკავება ტრაპზონში, სპეციალური რეიდის ფარგლებში მოხდა. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ავტომობილი გააჩერეს, რომელშიც მინდა გორაძე აღმოჩნდა. მათ ადგილზე არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიც იპოვეს. ლავასოღლის დაკავებას ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. "თურქეთის და ქართული მხარის ერთობლივი მუშაობით დაკავებულია მ.გ.", - აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ 36 წლის მინდია გორაძეს ქურდული სამყაროს წევრობა ედება ბრალად. მიმდინარე წლის 21 ივლისს ქუთაისის სასამართლომ ბრალდებულ მინდია გორაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)