04:56 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 16:03:18, 1837 ნახვა

სამართალი
მირზა სუბელიანი - სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძესგან, ნაცებმა ბოლომდე მიიბეს

„სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძესგან... ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ“, - ამის შესახებ სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, მირზა სუბელიანმა, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეხვედრისას განაცხადა.

პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ჩანაწერის თანახმად, სუბელიანი ამბობს, რომ ფულის სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ მას „საჩვენო“ ინფორმაციებს სთხოვდა.

„ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? იმიტომ რომ სარალიძე ამათ აწვებათ... სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან, ეს გამოყ.... ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ. საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო. შენ ხო იცი რასაც ნიშნავს, ძმაო,  ეს?! ისიც ხომ იცი, რომ სარალიძის თემა არაა მინელებული?“, - ამბობს მირზა სუბელიანი.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ახალი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, კვლავ მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, აუდიომასალა 6 ივლისით არის დათარიღებული.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics