|
2018-10-15 09:39:45, 1501 ნახვა
სამართალი
მერაბიშვილი: მარგველაშვილმა მშვენივრად იცის, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა
„მე როგორც ვიცი, ფორმალურად პრეზიდენტს რომ სურვილი ჰქონოდა შეწყალების, ამის პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია და არც ვთვლი, რომ ვიღაც ადამიანები უნდა დავაყენო ასეთი დარტყმის ქვეშ“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ მისი შეწყალება ძალიან სარისკოა. „მშვენივრად იცის მარგველაშვილმა, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა. ალბათ იმხელა ზეწოლებია, მაშ შორის მარგველაშვილის მიმართ, რომ ისიც ვერ გაბედა, კენჭი ეყარა. იცის რა სასტიკად ექცევა ეს ხელისუფლება, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი, ოპონენტებს. საერთოდ მე არ მიყვარს ადამიანების ჩაყენება დარტყმის ქვეშ ჩემს გამო“, -აღნიშნა მერაბიშვილმა. მანვე განაცხადა, რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონდა, თუმცა ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება მაინც არ მიიღო. „მშვენივრად ვიცოდი, ადამიანები ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად დაჰყავდათ. როგორც იქცეოდნენ, უკვე აშკარა იყო, რომ არანაირ სამართლიან სასამართლოზე საუბარი ზედმეტი იყო. მე რა თქმა უნდა დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში მაგრამ მთავარი მაინც იყო პრინციპი. ეს ჩემი არჩევანია, ეს გავაკეთე ჩემი თავისთვის და ჩემი სიამაყისთვის. ამავე დროს იყო ის გარემოებაც, რომ მე არ მინდოდა, ჩემს გამო ჩემი მეგობრები უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოქცეულიყვნენ და ჩემს გამო შური ეძიათ. მე მომიწია ლიდერად ყოფნა და ჩავთვალე, რომ უნდა დავრჩენილიყავი და ჩემ თავზე უნდა ამეღო ბევრი დარტყმა, რომელსაც მოველოდი“, -განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)