21:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 12:55:31, 2506 ნახვა

მსოფლიო
ფლორიდას ქარიშხალი „მაიკლი“ დაატყდა თავს - არის მსხვერპლი [ვიდეო]

აშშ-ის შტატ ფლორიდად ქარიშხალი "მაიკლი" დაატყდა თავს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ NBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაინგრა, ელექტრო-ენერგიის გადამცემი ხაზები დაზიანდა, ცალკეულ უბნებში კი, ქუჩის სავალი ნაწილები, მაღაზიები და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ქარიშხალმა მოგლიჯა ხეებიც.

სინოპტიკოსების განცხადებით, ამ დროისთვის ქარიშხალი მეოთხე კატეგორიამდე შესუსტდა და ის ჩრდილოეთით მიემართება.

მედიის ცნობით, ფლორიდის გარდა, სტიქიური საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობაა ალაბამისა და ჯორჯიის შტატებშიც გამოცხადდა.

ტელეკომპანია NBC იტყობინება, რომ  მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სანაპირო რაიონებიდან ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. მობილიზებულია არმია, სამაშველო და სახანძრო სამსახურები.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics