00:44 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 09:11:38, 1019 ნახვა

სამართალი
შსს-მ სისხლის დონაციის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სისხლის ბანკთან“, ო. ღუდუშაურის კლინიკასთან და ჰემატოლოგიის ინსტიტუტთან სისხლის დონაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

მემორანდუმებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ მოაწერა ხელი.

დოკუმენტები ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სისხლის ნებაყოფლობით და უსასყიდლოდ ჩაბარებას ითვალისწინებს. საჭიროების შემთხვევაში, ჩაბარებული სისხლი და სისხლის კომპონენტები უსასყიდლოდ გადაეცემა მშობიარეებს, ჩვილ ბავშვებსა და ექსტრემალური სიტუაციების დროს დაზარალებულ პაციენტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რამდენიმე წელია უანგაროდ გასცემენ. დონაციის სხვადასხვა აქციის ფარგლებში, სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა და პოლიციელმა გაიღო სისხლი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics