09:37 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 12:39:04, 1952 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ", რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 111 პირი. 

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების აქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 42 მსჯავრდებული, მათ შორის, 3 ქალბატონი და 1 არასწრულწლოვანი.

ხოლო, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 69 პირს, მათ შორის 4 ქალბატონსა და 6 არასრულწლოვანს.

შეწყალების საკითხთა კომისიამ 19-23 სექტემბრის პერიოდში 866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.  

რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიას ივანე მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგანაც მას განცხადება შეწყალების თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა, არ დაუწერია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics