22:01 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 15:55:17, 2476 ნახვა

სამართალი
ზაზა სარალიძე: ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ გაიგებს, თუ რას მოვიმოქმედებ

„ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ გაიგებს, თუ რას მოვიმოქმედებ, წინასწარ არაფერს ვიტყვი“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სარალიძე კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდა. მან კარვებთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და სამართალდამცველების ქმედებას უკანონო უწოდა.

"საბნები, კარავი, მანქანაში რაც მქონდა ყველაფერი გაიტაცა პოლიციამ, არ ვიცი სად წაიღეს. აქციის ჩატარების და კარვის დადგმის ნებართვა გუშინ ავიღე მერიიდან, ახლა არ ვიცი რას ნიშნავს სამართალდამცველების ქმედება. მე აქ ვრჩები, ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ გაიგებს, თუ რას მოვიმოქმედებ, წინასწარ არაფერს ვიტყვი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა ზაზა სარალიძეს კარავი ჩამოართვეს. აღნიშნულს სარალიძის პროტესტი და დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ, პარლამენტისკენ მსვლელობისას სარალიძე შეუძლოდ გახდა და დაეცა. სამართალდამცველებმა ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა სარალიძემ მსვლელობა გააგრძელა და პარლამენტთან მივიდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics